კადრების გავრცელება ვიღაცის ორგანიზებულია, რომ სააკაშვილის მტრები გაართოს - ლიზა იასკო
ლიზა იასკო სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებს საშიშს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ეს არის ვიღაცის ორგანიზებული, რომ მესამე პრეზიდენტის მტრები გაართოს.
ამის შესახებ იასკომ "ტვ პირველთან" განაცხადა.
"ეს კადრები ჩემთვის საშიშია. ერთის მხრივ კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, რადგან ჩვენ დავინახეთ ის აბსურდი, რასაც საქართველოს ხელისუფლება სჩადის. ისინი ვინც ეს კადრები გამოაქვეყნა, ელოდებოდა სრულიად სხვა რეაქციის, თუმცა ხალხი ხედავს, რომ სააკაშვილს ამცირებენ და შურაცხყოფას აყენებენ.
ფეიკები, რომ ის კარგადაა, საზოგადოებაში არ მუშაობს.
ცუდია რომ საქართველოში ეს ხდება, არც ერთმა ადამიანმა ეს არ უნდა გაიაროს, რასაც მიშა გადის. ადამიანის ღირსება უნდა იყოს დაცული. და რაც ხდება საქართველოში, ეს არის შორს იმ ფასეულებებისგან, რისთვისაც ჩვენ ახლა ვიბრძვით უკრაინაში. გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ, არის საშინელება. ეს არის ვიღაცის ორგანიზებული, რომ სააკაშვილის მტრები გაართოს. მინდა გითრათ, რომ თვით რუსეთშიც კი ხშირად უშვებენ მძმე მდგომარეობაში მყოფ პატიმრებს ციხიდან. არ ვიცი რატომ ხდება საქართველოში დღეს სხვაგვარად", - ამბობს ლიზა იასკო.