ვის უგზავნიდნენ სააკაშვილის კადრებს პალატიდან? - ბრეგაძის უწყების საბედისწერო შეცდომა
ვის უგზავნიდნენ სააკაშვილის კადრებს პალატიდან?- იუსტიციის სამინისტრომ ვიდეომასალის გავრცელების დროს საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რამაც მთელი სისტემური დანაშაული ამხილა.
კადრების გაშიფვრის შემდეგ, „პირველების“ გუნდმა დაადგინა, რომ ათწუთიანი მასალიდან მინიმუმ ორი ეპიზოდი მობილურითაა გადაღებული და ეს არ არის სერვერიდან ამოღებული ჩანაწერები. ფრაგმენტები, სადაც სააკაშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და ნივთებს ისვრის, როგორ ჩანს, მობილური ტელეფონით გადაიღეს და შემდეგ, სავარაუდოდ, ერთმანეთს უგზავნიდნენ.
მთელი დღეა პასუხისმგებელი მინისტრი იმალება. ათწუთიანი ჩანაწერი, 8 დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება, ორზე წაშლილია თარიღი და დრო, ერთი ჩანაწერი აგვისტოსია და იქ მხოლოდ ის ჩანს, რომ სააკაშვილმა ერთი ლუკმა ჭამა. 5 ჩანაწერი კი ორი თვის წინანდელია. ახალი მხოლოდ 12 დეკემბრის ვიდეოა, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი მარტო, დამხმარე მოწყობილობის გარეშე ვეღარ დადის.
დეტალები იხილეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.