დაარღვია თუ არა კანონი ხელისუფლებამ და რისი ჩვენება უნდოდა "ოცნებას" სააკაშვილის კადრებით

15.12.22 20:15
დაარღვია თუ არა კანონი ხელისუფლებამ და რისი ჩვენება უნდოდა "ოცნებას" სააკაშვილის კადრებით

რისი ჩვენება უნდოდა "ქართულ ოცნებას" სააკაშვილის  კადრებით - ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ის ეფექტი ვერ მიიღო, რისი მოლოდინიც ჰქონდა. ამიტომ, დღეს დაწყობილი მესიჯბოქსით ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ სააკაშვილი არც ისე ცუდად არის, როგორც ოპოზიცია ამბობს. რაც შეეხება თავად კადრების გავრცელებას, ხელისუფლება რატი ბრეგაძის ქმედებებში დანაშაულს ვერ ხედავს. 

უმრავლესობის ლიდერები დღეს ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებნდნენ, რომ პენიტენციურ სამსახურს კანონი არ დაურღვევია. თუმცა "ქართული ოცნება" ამ  შეფასებებში და არგუმენტებში მარტო დარჩა. დიპლომატიური კორპუსი, უფლებადამცველები, დასავლელი პარტნიორები, ოპოზიცია, სამედიცინო საზოგადოება  - ყველა ერთხმად აღიარებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" უხეშად დაარღვია მესამე პრეზიდენტის პირადი და ჯანმრთელობის უფლებები.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები