ნიკა მელიას ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებენ - კომპრომატებით ომი "ნაციონალურ მოძრაობაში"

15.12.22 20:28
ნიკა მელიას ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებენ - კომპრომატებით ომი "ნაციონალურ მოძრაობაში"

კომპრომატებით ბრძოლა "ნაციონალურ მოძრაობაში". ყველაზე მსხვილი  ოპოზიციური პარტიის ლიდერები, რომლებიც წლებია "ქართულ ოცნებას" ფარული ჩანაწერებით ადამიანების ტერორში ადანაშაულებენ, თავად ცდილობენ ახლა გავლენების მოპოვებას სწორედ კომპრომატების ომით.

ნიკა მელიას ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებენ. საუბარია უხამს გამონათქვამებზე, რომლის ადრესატიც თითქოს მიხეილ სააკაშვილია. არადა შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილი გასარკვევია, რომ  საქმე ფაბრიკაციასთან გვაქვს.

თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იმის  გარკვევა, ვინ ავრცელებს მელიას გასაშავებელ ჩანაწერებს. ყველაზე მეტი კითხვა ამ ეტაპზე გიორგი ბოტკოველის მიმართ დაგროვდა, რადგან "პირველების" ინფორმაციით სწორედ ბოტკოველმა მოასმენინა რეგიონულ პარტაქტივს ეს ჩანაწერი.

დეტალები იხილეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები