ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას - "ოცნების" მორიგი შტურმი ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

15.12.22 20:37
ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას - "ოცნების" მორიგი შტურმი ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

"ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას! ჩალა როგორც არ უნდა შეფუთო წონა ვერ მოემატება! სახარხაროა!" - ამ შეფასებებით გახსნა "ოცნებამ" დღეს მორიგი შტურმი ევროპარლამენტარების წინააღმდეგ.

ხარხარის ხასიათზე აყენებს თეა წულუკიანს ის რეზოლუცია, სადაც პირველად გაჩნდა ჩანაწერი ივანიშვილის დასანქცირების შესახებ.  

არგუმენტებისგან დაცლილი მმართველი პარტია ახლა პარტნიორების შეურაცხყოფით  ~და ლანძღვით ცდილობს უმწვავესი კრიტიკის გადაფარვას. არადა ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რაზე გადის ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ ამ პროცესში.

დეტალები იხილეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები