პენიტენციური სამსახურის ტყუილი - რატი ბრეგაძის უწყებას სააკაშვილის პროცესის წინ ნაყიდი კომპიუტერების ამბავი გაუსკდა
პენიტენციური სამსახური დიდ ტყუილშია მხილებული. რატი ბრეგაძის ადვოკატმა გუშინ სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. მესამე პრეზიდენტის ჩართვა იმიტომ არ მოხდა, რომ ტექნიკური უზრუნველყოფა ვერ განხორციელდა - ეს იყო ადვოკატის არგუმენტი. თუმცა "პირველებმა" დაადგინა, რომ სასამართლომდე ერთი დღით ადრე ბრეგაძის უწყებამ 35 ახალი კომპიუტერი შეიძინა.
სწორედ ადვოკატის, ნიკა აბრამიშვილის ხელმოწერაა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც ადასტურებს ახალი ლეპტოპების შეძენის ფაქტს, თუმცა ტექნიკის ნაკლებობას პენიტენციური სამსახური არც მანამდე უჩიოდა. უწყებას მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში 150 ათასი ლარის კომპიუტერები და სიგნალების მიმღებები აქვს შეძენილი. მიუხედავად ამისა ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის პროცესზე საჯაროდ აცხადებდა, რომ მის უწყებას პრეზიდენტის პირდაპირი ჩართვის ტექნიკური უზრუნვეყოფა არ შეეძლო.
დეტალები იხილეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.