სახელმწიფო ბედის წამება იყო, ის რაც გუშინ იკადრეს - ნიკა მელია

15.12.22 21:48
სახელმწიფო ბედის წამება იყო, ის რაც გუშინ იკადრეს  - ნიკა მელია

ემოციური, მორალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორი - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მორაობის" თავმჯდომარე პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრების გავრცელებას. 

"სახელმწიფო ბედის წამება იყო, ის რაც გუშინ იკადრეს"- უთხრა მელიამ "რეაქციას". 

 ის რაც გუშინ იკადრა ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი თავისი სახელით უნდა იყოს სახელდებული. ეს იყო ემოციური, მორალური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ბევრი, ბევრი სხვადასხვა ტიპის ტერორი და წამება, არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სახელმწიფოს ბედის წამება იყო და ამ ბედთან თამაშობენ"- თქვა მალიამ და იქვე დასძინა:  "გუშინ  მათ სურდათ ადამიანების ემოციებზე თამაში, ამით საკაშვილი  ვერ დაამცირეს".
 

მსგავსი სიახლეები