შეიძლება იფიქროთ, რა პოეზია, გახლეჩილია ქვეყანა, მაგრამ სწორედ ახლაა პოეზიის დრო - პრეზიდენტი
პანიტენციური სამსახურის მიერ, პატიმარი პრეზიდენტის პირადი კადრების გასაჯაროების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების წინაშე დღეს პირველად გამოჩნდა.
მოქმედ პრეზიდენტს, ევროპარლამენტის უმწვავესი რეზოლუციისა და კადრების გავრცელებაზე არ ულაპარაკია.
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში პოეტ ტარიელ ხარხელაურის წიგნის პრეზენტაციასა და დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვიდა:
შეიძლება, ვიღაცამ დღეს იფიქროს და აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ, რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში ასეთი სხვა აქტუალური თემები არის, გახლეჩილია ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა. სწორედ ახლა არის პოეზიის დრო. ახლა, როგორც არასდროს. თუ რამე არის, რამაც შეიძლება ერთგვარად გაგვაერთიანოს, ზემოთ გვაყურებინოს, სხვა რამე დავინახოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში, ეს არის პოეზია და ძალიან გვჭირდება. მე არ ვიცი სხვა რამ შეიძლება მოგვცეს ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც ესოდენ სჭირდება ამ ქვეყანას"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
„ვივამედში“ სააკაშვილის პალატაში გადაღებული ვიდეო კადრები გუშინ, 14 დეკემბერს პაციენტის ნებართვის გარეშე გაავრცელა.
კადრები დამონტაჟებულია და ასახავს სხვადასხვა დროს გადაღებულ კადრებს. იურისტებისა და გავლენიანი არასამთავრობოების მიერ ხელისუფლების ქმედება კანონდარღვევად უკვე შეფასდა.
უშინვე, კადრების გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროპარლამენტმა ისტორიული რეზოლუცია დაამტკიცა. ევროპარლამენტი მოუწოდებს, ევროპის საბჭოს სანქციები დაუწესოს ქართველ ოლიგარქ - ბიძინა ივანიშვილს.
რეზოლუციის კიდევ ერთი მთავარი ადრესატი საქართველოს პრეზიდენტია. სტრასბურგი მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს დროულად გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლება - მოსილება გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და შეიწყალოს ნიკა გვარამია.