უკრაინის საგარეო: გადაუვადეთ სასჯელი სააკაშვილს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, მისი ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში გადაყვანის მიზნით - ამის შესახებ განცხადება, უკრაინის საგარეო უწყების ოფიციაურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუშვან მიხეილ სააკაშვილთან, უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენელი (ომბუდსმენი) ადამიანის უფლებების საკითხებში დიმიტრი ლუბინცა. ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში , უკრაინელი დიპლომატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ მიხეილ სააკაშვილის უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
უკრაინა მომავალშიც მიქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, უკრაინის მოქალაქის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. წერენ უკრაინელი დიპლომატები
განცხადება უკრაინის საგარეო უწყებამ 15 დეკემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ გამოაქვეყნა.