მოშიმშილე დეპუტატებს თემურ ჯანაშიაც შეუერთდა - ენმ-ს წევრები მეორე დღეა მხოლოდ წყალს იღებენ
მოშიმშილე დეპუტატების რიცხვი ერთიც გაიზარდა. დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე, აბდულა ისმაილოვიი და ახლა უკვე თემურ ჯანაშიაც.
ოთხი დეპუტატი უკვე მეორე დღეა მხოლოდ წყალს იღებს.
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები აანონსებენ, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გაიყვანენ და არ იქნება ამის პოლიტიკური ნება, მანამ შიმშილობას არ შეწყვეტენ.
მოშიმშილეე დეპუტატების მოსანახულებლად ცოტა ხნის წინ შალვა პაპუაშვილი მივიდა. პარლამენტის თავმჯომარემ პროტეტის რეჟიმში გადასულ დეპუტატებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"პაპუაშვილი სწორად ვერ აფასებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეუძლია მიბრძანდეს და თავისი თვალით ნახოს რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი . მე მას ვნახულობ პერიოდულად და ამ ადამიანის ჯანმრთელობა მიდის უკან და უკან და მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება", - ამბობს თემურ ჯანაშია.