ოლუზიაა... სააკაშვილი ჯანმრთელობის დამძიმებას განგებ ცდილობს - პაპუაშვილი

16.12.22 11:08
ოლუზიაა... სააკაშვილი ჯანმრთელობის დამძიმებას განგებ ცდილობს - პაპუაშვილი

უკრაინის საგარეო საქმეთა უწყების მოწოდებას, გაუშვან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ, "ქართული ოცნება" უარით პასუხობს. პარლამენტის თავმდჯომარე ამბობს, რომ ბრალდებულ პრეზიდენტს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩადენილი, შესაბამისად, სასჯელიც საქართველოში უნდა მოიხადოს.

ამასთან, მმართელი გუნდის ლიდერი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ისევ სიმულაციზე საუბრობს და ამბობს, პრეზიდენტი ჯანმრთელობის განგებ დამძიმებას ცდილობს. 

მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე. ამ დანაშაულებს, სხვათაშორის, უკვე აღარვინ უარყოფს. ჩვენ ვნახეთ რეზოლუციაც, რომელშიც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, თითქოს მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ არის გასამართლებული. აღარავინ არარ დავობს, შესაბამისად, ცადენილი აქვს დანაშუალი საქართველოს ტერიტორიაზე და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. ის, როგორც მე ვიცი, არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ციხეშია. წინაპირობა აქვს სასჯელის გადავადებას, ეს მემგონი უკვე ბოლო პერიოდში ყველამ ისწავლა რა და როგორ არის ეს სისტემა და სწორედ ეს არის მთელი ილუზიის შესაძლებლობა, რომ მან უნდა დაიმძიმოს თავი, არ არის საკმარისი - კიდევ უნდა დაიმძიმოს, კიდევ უნდა დაიმძიმოს და აი, ცოტაც და ცოტაც  და მივა იმ კრიტიკულ ზღვარზე, იქნებ როგორმე მივიდეს, რომ ჩათვალოს სასამართლომ, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე. ეს არის პრობლემა. სააკაშვილის მეგობრების სინამდვილეში არიან მისი მტრები, იმიტომ, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება დაამძიმონ მისი მდგომარეობა, - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები