რატი ბრეგაძეს ჩემი კოლეგები სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვებს ისედაც დაუსვამენ, ჩვენ პასუხებს მოვუსმენთ - ხვიჩია
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეკითხვები არ ექნება, რადგან მისი თქმით, რატი ბრეგაძეს ისედაც დაუსვამენ მისი კოეგები კითხვებს, ამიტომაც ის მხოლოდ პასუხებს დაელოდება.
დარწმუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას ჩემი კოლეგები ისედაც დაუსვამენ რატი ბრეგაძეს. ჩვენ მოვუსმენთ პასუხებს. პასუხებს არ ვიცი რამდენად საინტერესოს გვეტყვიან, მაგრამ ჩვენ სიტუაცია მიხეილ სააკაშვილის გარშემო გვაინტერესებს. რამდენად საინტერესოდ მოგვიყვებიან ამის შესახებ, არ ვიცი. რა უნდა თქვას მინისტრმა ისეთი, რომ ახალი იყოს“,- ამბობს იაგო ხვიჩია.
ერთდღიანი მალვის და გაუჩინარების შემდეგ დღეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრს ელოდებიან.
რატი ბრეგაძე საკანონდმებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატშია დაბარებული.