ვიდეოკადრების გავრცელების მიზანი სააკაშვილის დისკრედიტაცია და მისი ღირსების შელახვა იყო - ლონდა თოლორაია

16.12.22 11:25
ვიდეოკადრების გავრცელების მიზანი სააკაშვილის დისკრედიტაცია და მისი ღირსების შელახვა იყო - ლონდა თოლორაია

პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია ექსპრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

თოლორაიაი მიიჩნევს, რომ საქმე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს, რადგან გავრცელებული კადრები ბევრ კითხვებს აჩენს. ამასთან, მისი თქმით, საქმე შესაძლოა განიხილოს პეროსნალურ მონაცემტა დაცის ჭრილშიც. 

ჩვენ, რეალურად, ვნახეთ დამონტაჟებული კადრები, რომლის მიზანი ის კი არ იყო, ჩვენ გაგვეგო როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ეს სტოვებდა შათბეჭდილებას და ფაქტია, რომ ამისი მიზანი იყო ამ ადამიანის დისკრედიტაცია, მისი პატივისა და ღირსების შელახვა. აბსოლუტურად ყველა მონაკვეთი, რომელიც ამოჭრილი იყო, ამისკენ იყო მიმართული და ეს არის ძალიან საშიში თავად ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, რომელიც ამ კადრებშივე ჩანს, რომ არ არის კარგი. აი, ეს არსებითი ზიანი, რომელიც ამ ადამიანს შეიძლება მიადგეს, შეიძლება განხილული იქნეს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჭრილში, ასევე, მე ვფიქრობ, რომ ის მასალები აუცლებლად, მათ შორის, უნდა განიხილოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. საზოგადოებაში ინტერესი არის, ახლა როგორ არის ეს ადამიანი, ამიტომ ეს თარიღები, რომელიც ჩანს, ესეც ცოტა ბუნდოვანია, რატომ იყო საჭირო ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად წინა თეების მოანაცემების საზოგადოებისთვის ჩვენება. მეორე, რაც მე ასევე საეჭვოდ ჩავთვალე, ამ ვიდეოჩანაწერებს აქვს დადებულიგაჩმების ნიშანი ანუ ხმა აქვს გათიშული, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ვიდეოთვალთვალთან ერთად ხომ არ ხორციელდება აუდიოთვალთვალი, რაც დაუშვებელია. რაც შეეხება თარიღების წაშლას, ეს არის ალბათ ინტერესი, იმიტომ, რომ თუ ვიდეოაპარატურა იწერრს კონრკეტული თარიღებით, მეორე დღეს ის ვერ ჩაიწერს თარიღების გარეშე, შესაბამისად, განზრახ არის წაშლილი, - თქვა თოლორაიამ. 

მსგავსი სიახლეები