რატი ბრეგაძე სააკაშვილის სიკვდილის ქრონიკის პრეზენტატორია - გიორგი ბოტკოველი

16.12.22 11:37
რატი ბრეგაძე სააკაშვილის სიკვდილის ქრონიკის პრეზენტატორია - გიორგი ბოტკოველი

ერთდღიანი მალვის და გაუჩინარების შემდეგ დღეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრს ელოდებიან. 

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ რატი ბრეგაძისთვის სერიოზული კითხვის დასმასაც კი აზრი არ აქვს, რადგან ოპოზიციონერის თქმით, მინისტრი პრეზენტატორია სააკაშვილის სიკვდილის ქრონიკისა და ის მხოლოდ ივანიშვილის მაამებლურ განცხადებებს აკეთებს.

არ ვფიქრობ, რომ რამე სერიოზული კითხვა შეიძლება დავუსვა დღეს მინისტრს, რომელი მინისტრიც არის პრეზენტატორი სიკვდილის ქრონიკისა. ამ ყველაფერზე მას აუცილებლად მოუწევს სამართლებრივად პასუხისმგებლობა. მას ხომ მორალური პასუხისმგებლობა უკვე არ აინტერესებს. ისინი მზად არიან ნებისმიერ დავალება შეასრულონ, ოღონდ მაამებლური ქმედება განახორციელონ ივანიშვილის მიმართ. დაიწყებს იგივე სიბინძრეზე საუბარს და იგივე ბოღმის ნთხევას“, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

რატი ბრეგაძე საკანონდმებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატშია დაბარებული. 

მსგავსი სიახლეები