"ოცნების” წევრებთან ჯდომა, ნიშნავს პირდაპირ გარიგებას ივანიშვილთან - "ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტი აჭარაში
"ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტი აჭარაში. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ და მისი უფლებები სრულად დაცული, მანამდე დეპუტატები საკრებულოს მუშაობაში არ ჩაერთვებიან.
"დღეს ამ ქვეყანაში “ქართული ოცნება” დემოკრატიას ასამარებს, გვიზღუდავს ევროპულ გზას, უფრო მეტიც, კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” წევრებთან ჯდომა, ნიშნავს პირდაპირ გარიგებას ბიძინა ივანიშვილთან." - თქვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.