შეჯერდება თუ არა "ოცნება" და ოპოზიცია ომბუდსმენის კანდიდატზე - პარლამენტში ფინალური კონსულტაციები გაიმართება
პარლამენტში ზამთრის არდადეგებები იწყება, თუმცა დიდი ალბათობით, დეპუტატებს რიგგარეშე სესიის ცანიშვნა მოუწევთ. დღეს "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ფინალური კონსულტაციები გაიმართება. მხარეები სახალხო დამცველობის საერთო კანდიდატებზე უნდა შეთანხმდნენ.
სახელისუფლებო პარტია ისევ ირწმუნება, რომ მათი კანდიდატის შერჩევის მთავარი პრინციპი უცვლელია: სჭირდებათ აპოლიტიკური, ნეიტრალური და კვალიფიციური კადრები, თუმცაა ამ არგუმენტების ოპოზიციაში არავის სჯერა.
ფავორიტი კანდიდატები კოლსუტაციების ფორმატში ორივე მხარემ უკვე დაასახელა. ხელისუფლების ოპონენტების ფავორიტები ნინო ლომჯარიას მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე და ანა აბაშიძე არიან.
მოლოდინი რთულია რომ მქონდეს ძალიან პოზიტიური. „ქართული ოცნების“ პირობებში რთულია საერთოდ, შეთანხმებაზე საუბარი წინასწარ, მაგრამ მთავარია ჩემთვის ის, რომ ამ ეტაპზე ჩანს,რ ომ ყველა მხარე მონდომებულია, რომ პროცესი არ ჩაისალოს. კანდიდატები შეთავაზებული აქვს ოპოზიციას, კანდიდატები შეთავაზებული აქვს „ქართულ ოცნებას“. გვარებს და სახელებს არ ვასახელებთ, რადგან უნდა შევჯერდეთ ვიუსზე შეიძლება არჩევანის გაკეთება, - ამბობს პარლამენტსი რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
მოახერხებენ თუ არა მხარეები საერთო კანდიდატზე შეთანხმებას ჯერჯერობით ისევ უცნობია. იმ შემთხვევაში თუ დღეს მხარეები სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, ომბუდსმენს 22 დეკემბერს რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ.