ოპოზიციას ბრეგაძესთან სააკაშვილთან დაკავშირებით ექნება კითხვები, მინისტრს სერიოზული არგუმენტები გააჩნია - ვოლსკი
გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას იუსტიციის მინისტრთან მიხეილ სააკაშვილის შესახებ ექნება შეკითხვები.
მმართველი პარტიის წევრი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე რატი ბრეგაძე საკმაოდ სერიოზული არგუმენტები გააჩნია.
"მთავარი შეკითხვები, რომელიც ოპოზიციას იუსტიციის მინისტრთან ექნება, უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. სააკაშვილი, როგორც ფაქტორი, როგორც რესურსი დესტაბილიზაციისა საკმაოდ ეფექტურად გამოიყენებოდა რაღაც გარკვეული პერიოდის მანძილზე, მაგრამ საზოგადოებამ რეალური სურათი იხილა ყველაფერთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ რატი ბრეგაძეს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები გააჩნია" - ამბობს ვოლსკი.
ერთდღიანი მალვის და გაუჩინარების შემდეგ დღეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრს ელოდებიან.