მინისტრ ბრეგაძის მძიმე საათი პარლამენტში - ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობაში" საგანგებო თათბირი შედგა
მოვლენების ეპიცენტრშია პარლამენტი. წუთი-წუთზე საკანონმდებლო ორგანოში რატი ბრეგაძეს ელოდებიან. მინისტრის საათის ფორმატში დაბარებულ ბრეგაძეს დღეს მძიმე საათები და უფრო მძიმე წუთები ელოდება.
დიდი ალბათობით, იუსტიციიის მინისტრი სხდომათა დარბაზში შეუმჩნევლად, უკანა კარით შევა, ისე, რომ კრიტიკული კითხვებით შეიარაღებულ ჟურნალისტებს აარიდებენ.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" საგანგებო თათბირი შედგა.
ხატია დეკანოძემ და ლევან ხაბეიშვილმა 4 მოშიმშილე დეპუტატი ფრაქციის ოთახში გაიყვანეს. დიდი ალბათობთ, დახურულ კარს მიღმა პარტიის წევრები გეგმას ათანხმებდნენ, თუ რა ფორმით მიიღებენ მონაწილოებას დღევანდელ სხდომაზე.
პარლამენტის გარეთ კი ბრეგაძეს სამოქალაქო აქტივისტები საყვირებით და ბანერებით ხვდებიან.