სააკაშვილის მკვლელობის იურიდიული გამფორმებელი - ხაბეიშვილი რატი ბრეგაძეზე

16.12.22 13:14
სააკაშვილის მკვლელობის იურიდიული გამფორმებელი - ხაბეიშვილი რატი ბრეგაძეზე

ლევან ხაბეიშვილი რატი ბრეგაძე სააკაშვილის მკვლელობის იურიდიულ გამფორმებელს უწოდებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თქმით, იუსტიციის მინისტრი აუცილებლად მოხვდება იმ სიაში, ვინც  სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ.

რატი ბრეგაძე არის თანამონაწილე მკვლელობის და ის არის იურიდიულად გამფორმებელი ამ ყველაფრის და მათ შორის, როდესაც შეიქმნება სია, სადაც მოხვდება  ყველა ის ადამიანი, ვინც სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს და პატაკს აბარებს პუტინს, პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი ჰყავთ ამ მდგომარეობაში, აუცილებლად მოხვდებიან ამ სიაში.

მოვლენების ეპიცენტრშია პარლამენტი. წუთი-წუთზე საკანონმდებლო ორგანოში რატი ბრეგაძეს ელოდებიან. მინისტრის საათის ფორმატში დაბარებულ ბრეგაძეს დღეს მძიმე საათები და უფრო მძიმე წუთები ელოდება. 

დიდი ალბათობით, იუსტიციიის მინისტრი სხდომათა დარბაზში შეუმჩნევლად, უკანა კარით შევა, ისე, რომ კრიტიკული კითხვებით შეიარაღებულ  ჟურნალისტებს აარიდებენ. 

 

მსგავსი სიახლეები