სააკაშვილის უფლებები დაირღვა - მესამე პრეზიდენტის ადვოკატები საგამოძიებო უწყებებს სარჩელით მიმართავენ
დაირღვა თუ არა კანონი, როცაა ,,ვივა მედის" პალატაში გადაღებული სააკაშვილის ვიდეოკადრები უნებართვოდ გავრცელდა და იუსტიციის სამინისტრომ მოახდინოს მესამე პრეზიდენტის სამართლიანი სასამართლოს უფლება - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის უფლებები დაირღვა.
დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის კადრების უკანონო მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე. ვითხოვთ გამოძიებას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა 9 და 14 დეკემბერს, როცა სააკაშვილი არც მოყვანილი იქნა და არც დისტანციურად ჩართეს სასამართლო პროცესზე.
ვითხოვთ ასევე, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე, კერძოდ, ზეწოლებზე, მოხდეს სათანადო რეაგირება.
ბევრ საინტერესოს ვნახავთ პროცესებზე. ასე არ არის და ახლა თურმე, როცა ადვოკატები კითხვებს ვსვამთ, ვიღაცას გული მოსდის. ცივი წყალი დალიონ!
პირდაპირ ეთერში გააჯღერა პაციენტის შესახებ ინფორმაცია, რითაც მისი უფლებები დაარღვია. წარმოუდგენელი რაღაცაა, ექიმი გამოდის და ყვება, რომ პაციენტი საჭმელს ასე ჭამს, ისე ჭამს.
ანუ, რაც რატი ბრეგაძემ დააკლო, ახლა ამ ექიმმა დაამატა. საბჭოთა კავშირია, ხალხნო! ეს იყო პირდაპირ ფსიქოლოგიური ზეწოლა. - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.