მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, სისხლის სამართლის დამნაშავეა - დეკანოიძე ბრეგაძეზე

16.12.22 13:26
მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, სისხლის სამართლის დამნაშავეა - დეკანოიძე ბრეგაძეზე

პარლამენტში მისულ რატი ბრეგაძეს ხატია დეკანოიძემ პირდაპირ უწოდდა სიტყვით გამოსვლისას სისხლის სამართლის დამნაშავე.

"მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა არის სისხლის სამართლის დამნაშავე.
ეს ადამიანი უნდა პასუხობდეს ახლა პროკურორის და გამოძების კითხვებს, არათუ იდგეს აქ და საზოგადეობას რეალურად აყრიდეს ნაცარს. ყოფნის თავხედობა მოვიდეს აქ და თქვენც ახლა, ჩემო კოლეგებო, მოუსმენთ ადამიანს, სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავეს, ადამიანს, რომელსაც გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა და ეს ადამიანი არ უნდა იდგეს ახლა აქ",  - ამბობს ხატია დეკანოიძე.


 

მსგავსი სიახლეები