"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

16.12.22 13:37
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, სადაც იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე "მინისტრის საათის" ფორმატში გამოდის.

ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ის ახლა, პროკურორისა და გამოძიების კითხვებს უნდა პასუხობდეს. 

ჩვენ არ ვაპირებთ კითხვების დასმას, მე არაფერი კითხვა არ მაქვს ამ ადამიანთან და მათ შორის, მე  მინდა, რომ ახლა ჩემმა მეგობრებმა ძალები დაზოგონ, იმიტომ, რომ გითხარით, რომ შიმშილობის მე-2 დღეა უკვე და ამიტომ, ვფიქრობ, რომ მართბეულია, რომ საერთოდ დავტოვოთ სხდომა, - თქვა დეკანოიძემ. 

 

 

მსგავსი სიახლეები