როდესაც ადამიანს აბრალებ, რომ არის მკვლელი, შევახსენებ ამ ოროსნებს... - ბრეგაძე ოპოზიციას
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს ოროსნები უწოდა.
"ქართველ ხალხს მინდა, ბოდიში მოვუხადო, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წევრების ქმედებების გამო, რომლებიც ნათლად ადასტურებენ იმას, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან.
აქ ჩვენ ვიხილეთ ცილისწამება, მათ შორის, როდესაც ადამიანს აბრალებ, რომ არის მკვლელი, შევახსენებ ამ ოროსნებს, რომ მის წინააღმდეგ უნდა იყოს დამდგარი კანონიერი განაჩენი სასამართლოს მიერ", - თქვა ბრეგაძემ.