მიხეილ სააკაშვილი უბრალო პატიმარი არ არის - გიული ალასანია პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს

16.12.22 14:11
მიხეილ სააკაშვილი უბრალო პატიმარი არ არის - გიული ალასანია პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს

მიხეილ სააკაშვილი უბრალო პატიმარი არ არის - საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, პასუხობს.

გიული ალასანიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე არის უკრაინის მოქალაქე და მაღალი თანამდებობის პირი, ასევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიცაა და მისი ყველა უფლება დაცული უნდა იყოს.

სააკაშვილი განსაკუთრებული მოქალაქეა, უკრაინის, სხვათა შორის, მაღალ თანამდებობაზეა, პასუხისმგებელი პირია და დღემდე რჩება ამ თანამდებობაზე. ასე რომ ის არ არის ჩვეულებრივი, ნებისმიერი მოქალაქე. ეს ერთი და კიდევ:

უნდა გითხრათ, რომ უკრაინელები არასდროს გაჩერებულან და არ შეუწყვეტიათ მცდელობა, არაერთხელ ყოფილა მსგავსი შემთხვევა და ყოველთვის უარი მიიღეს, ხომ იცით ეს? 

ძალიან დიდი მადლობა უკრაინელებს, რომ მიუხედავად მათი ასეთი დიდი გასაჭირისა, ომშია ეს ხალხი, ამის მიუხედავად არასდროს შეუწყვეტიათ მათ ჩემს შვილზე ფიქრი და ზრუნვა - განაცხადა გიული ალასანიამ.

მესამე პრეზიდენტის დედა ასევე მიმართავს საქართველოს ხელსიუფლებას, რათა უკრაინის სახალხო დამცველს მის შვილთან შეხვედრის საშუალება მიეცეს.

მსგავსი სიახლეები