ტრიბუნასთან დგას ჩვეულებრივი მკვლელი, მონის მონა - ბოტკოველი

16.12.22 14:16
ტრიბუნასთან დგას ჩვეულებრივი მკვლელი, მონის მონა - ბოტკოველი

გიორგი ბოტკოველი იუსტიციის მინისტრს ,,მკვლელსა და ღარიბაშვილის მონას" უწოდებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, რატი ბრეგაძე სააკაშვილის სიკვდილის ქრონიკის პრეზენტატორია.

დღეს ტრიბუნასთან დგას არა იუსტიციის მინისტრი, არამედ ჩვეულებრივი მკვლელი, ღარიბაშვილის მონის მონა, მას ის ტიტულიც კი არ აქვს ჯერ მინიჭებული, რომ ივანიშვილის პირდაპირი მონა იყოს.

ის უნდა გამოვიდეს დღეს პარლამენტში და რამე იურიდიულ მიღწევებზე და სამართლიანობაზე უნდა ილაპარაკოს? ეს ადამიანი არის პირდაპირ სიკვდილის ქრონიკის პრეზენტატორი“, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, სადაც იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე "მინისტრის საათის" ფორმატში გამოდის. 

მსგავსი სიახლეები