ფრაქცია ,,ენმ" მზადაა, მანდატი დატოვოს - ხაბეიშვილი

16.12.22 14:38
ფრაქცია ,,ენმ" მზადაა, მანდატი დატოვოს - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, აცხადებს, რომ ფრაქცია ,,ენმ" მზადაა, პარლამენტის მანდატი დატოვოს. 

ხაბეიშვილის თქმით, თუ საკანონმდებლო ორგანოში მანდატზე უარს მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობა" იტყვის ეს, მისი აზრით, ერთჯერადი პროტესტი იქნება.

„რაც შეეხება მანდატების დატოვებას, მე შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ ამისთვის ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა" არის მზად, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს:

თუ პარლამენტი არ დარჩება ერთპარტიული, ეს იქნება ერთჯერადი პროტესტი. თუ დარჩება პარლამენტი ერთპარტიული, ამას ექნება დიდი მნიშვნელობა. ვიმუშავებთ თუ არა ჩვენს კოლეგებთან ამ საკითხზე? პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კი. ვიმუშავებთ თუ არა, რომ პარლამენტი გახდეს ერთპარტიული, თან რაც შეიძლება, სწრაფად? ცხადია, კი“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები