"სამარცხვინო პერფორმანსი" - სუბარი "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტზე

16.12.22 14:46
"სამარცხვინო პერფორმანსი" - სუბარი "ნაციონალური მოძრაობის"  პროტესტზე

ივანიშვილის დაჯგუფების წევრმა, სოზარ სუბარმა, დღეს პარლამენტში ოპოზიციის პროტესტს სამარცხვინო პერფორმანსი უწოდა.

"ოცნების" დანაყოფის წევრმა ოპოზიციაზე მორიგი იერიში მიიტანა და თქვა, რომ ენმ-ს მმართველობის დროს პატიმრების რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზე იყო. 

ვიხილეთ დღეს სამარცხვინო პერფორმანსი იმ ადამიანის მხრიდან, რომელთა მმართველობის პერიოდშიც საქართველოს ციხეები იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.

საქართველოს ციხეებში 24 ათას 500 პატიმარი იხდიდა სასჯელს და ელოდებოდა განაჩენს და მსოფლიოში ვიყავით მე-3 ადგილზე პატიმრების რაოდენობით, - თქვა სუბარმა. 

მსგავსი სიახლეები