აბსოლუტურად არასწორად რომ იყენებდა, ამას ვხსნიდი - ყაველაშვილი სააკაშვილის დაცინვაზე
მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დასცინოდა. „ოცნებიდან“ ფორმალურად წასული დეპუტატი ამბობს, რომ უბრალოდ ხსნიდა, თუ როგორ უნდა გადაადგილდეს სააკაშვილი დამხმარე საშუალებით.
გია ვოლსკიმ რეპლიკა ისროლა და ამაზე გაგვეცინა. მე ვიყავი პროფესიონალი სპორტსმენი, ოთხჯერ მაქვს ოპერაცია გაკეთებული. თავად ვიყენებდი ამ გადაადგილების საშუალებას და ვიცი, როგორ ხდება ამ საშუალებით გადაადგილება და იმიტაციას ვაკეთებდი. აბსოლუტურად არასწორად იყენებდა ამას სააკაშვილი და ამას ვხსნიდი - ამბობს ყაველაშვილი.