ბრეგაძე სააკაშვილმა დააფინანსა და სასწავლებლად გავაგზავნეთ, სამწუხაროდ, მაგისგან ვერაფერი დადგა - ჯანაშია

16.12.22 15:23
ბრეგაძე სააკაშვილმა დააფინანსა და სასწავლებლად გავაგზავნეთ, სამწუხაროდ, მაგისგან ვერაფერი დადგა - ჯანაშია

"ნაციონალური მოძრაობის"  წევრის, თემურ ჯანაშიას თქმით, ადრე, როდესაც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სტუდენტი იყო, მიხეილ სააკაშვილმა ის დააფინანსა და სასწვალებლად გაუშვა.

"ის უახლოეს პუბლიკას დაანახებს, თითქოს აქ არაფერი არ ხდება. მაგრამ, რეალურად ჩვენ ვნახეთ ეს კადრები.  მისი სტუდენტობის დროს, მე ვიყავი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, როდესაც ის სასწავლებლად გავაგზავნეთ. პრეზიდენტ სააკაშვილმა სარეზერვო ფონდიდან დააფინანსა მისი ცოდნის ამაღლება. სამწუხაროდ, მაგისგან ვერ დაგდა ვერაფერი". - ამბობს ჯანაშია.

პროტესტი გრძელდება - "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები პარლამენტში შიმშილობას აგრძელებენ., იუსტიციის მინისტრს მათ საკუთარი სათქმელი უკვე უთხრეს, თუმცა შიმშილობას იმ დრომდე გააგრძელებენ, ვიდრე სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ. 

მსგავსი სიახლეები