შეუჩერდეს რატი ბრეგაძეს უფლებამოსილება - შალვა ხაჭაპურიძე
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები რატი ბრეგაძის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველები იუსტიციის მინისტრს გულგრილობაში ამხელენ. დოკუმენტები შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დატოვა.
პენიტენიცური სამსახური ,,ვივა მედს" მიზანმიმართულად არ უგზავნის საექსპერტო დასკვნას, რაც მინიმუმ გულგრილობაა და მაქსიმუმ სისხლის სამართლის დანაშაულია - აცხადებს სააკაშვილის უფლებადამცველი.
სარჩელი შევიტანე, იქ 4 მოთხოვნაა დაყენებული. პირველია, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის ჩანაწერების უკანონო გავრცელებაზე, იქ ეჭვია, რომ ხმაც იწერება, რისი უფლებაც არ გააჩნიათ.
მეორე, პენიტენციურმა სასამართლო შეიყვანა შეცდომაში, მიაწოდა არასწორი ინფორმაცია სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ჩართვასთან დაკავშირებით.
უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვინც ისეთ განცხადებებს აკეთებს, რითაც სასამართლოზე ზეწოლას ახდენს.
ვთხოვ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, უფლებამოსილება შეუჩეროს რატი ბრეგაძეს, იუსტიციის მინისტრს, ასევე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს, არ არის გამორიცხული, მათ მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული სააკაშვილის მოწამვლის ფაქტში.
ევროპარლამენტმა საკაშვილთან მიმართებაში რეზოლუცია მიიღო და ამაზე ცალკე გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მოუწოდებს პარლამენტს, განსაკუთრებით კი ოპოზიციონერ დეპუტატებს, დაიწყონ იუსტიციის მინისტრის იმპიჩმენტის პროცესი.