შევამოწმოთ ფრჩხილები და თმები, არაა გამორიცხული, გაუკუღმართების მცდელობა იყოს - კახაძე სააკაშვილის მნახველებზე

16.12.22 15:59
შევამოწმოთ ფრჩხილები და თმები, არაა გამორიცხული, გაუკუღმართების მცდელობა იყოს  - კახაძე სააკაშვილის მნახველებზე

პარლამენტის დეპუტატი ლადო კახაძე იუსტიციის მინისტრის მოსმენაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველებიც მოწამვლაზე შეამოწმონ და მათ ფრჩხილები და თმები შეუმოწმონ .

„რაც შეეხება მოწამვლას – ამ დარბაზშიც იყო მოწამვლა, ჩვენ არ ვიცოდით, ის ადამიანი შემოიტანდა თუ არა საწამლავს. 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს, მე მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და თმები, იმიტომ, რომ არაა გამორიცხული, რომ მცდელობა იყოს გაუკუღმართების“, – განაცხადა მან.

 

მსგავსი სიახლეები