რატომ აქციეთ სააკაშვილის საქმე სამარცხვინო მაგალითად, რა გზავნილს უგზავნით ამ კადრებით 6969 პატიმარს - ნაცვლიშვილი ბრეგაძეს
"ლელოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი რატი ბრეგაძეს მიმართავს და ეკითხება, თუ რატომ აქცია სააკაშვილის საქმე სამარცხვინო მაგალიტად და რა პასუხს სცემს ამით დანარჩენ პატიმრებს.
"რაც შეეხება პატიმარ პრეზიდენტს, რატომ აქციეთ ეს საქმე სამარცხვინო მაგალითად. თუ გიფიქრიათ, 6969 პატიმარზე, რომელიც დღეს პენიტენციურ სისტემაშია. რა გზავნილს უგზავნით დღეს ამ კადრების ჩვენებით. მათ ოჯახებზე თუ გიფიქრიათ, როდესაც პატიმრის ღირსების და პირადი ცხოვრების დარღვევა ჩაიდინეთ. ამაზე თუ გიფიქრიათ? რატომ არ ჩამოგყავთ საერთაშორისო კონსილიუმი მისი მდგომარეობის შესაფასებლად?!“-აღნიშნავს ნაცვლიშვილი.