რა გადაწყვეტილებას სთავაზობთ საზოგადოებას, რომ სააკაშვილი არ გარდაიცვალოს - სამადაშვილი ბრეგაძეს

16.12.22 16:15
რა გადაწყვეტილებას სთავაზობთ საზოგადოებას, რომ სააკაშვილი არ გარდაიცვალოს - სამადაშვილი ბრეგაძეს

სალომე სამადაშვილი რატი ბრეგაძეს მიმართავს და  ეკითხება, რა გადაწყვეტილებას სთავაზობთ საზოგადოებას, რომ სააკაშვილი არ გარდაიცვალოს .

"ლელოს" ლიდერი იუსტიციის მინისტრს პირდაპირ ეუბნება, რომ ევროკავსირი და საერთაშორისო პარტნიორები სწორედ მას აკისრებენ პასუხიმგებლობას სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

რაც შეეხება ახლა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, მე არ ვიცი, შეიძლება თქვენც მიგაჩნიათ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები და ევროპარლამენტი არის მოსყიდული, მაგრამ ჩვენ წავიკითხეთ ნათლად, რომ ევროკავშირი, პარლამენტი და საერთაშორისო პარტნიორები გაკისრებენ თქვენ სრულ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ციტირებენ იმ საერთაშორისო დასკვნას, რომელიც ადგენს რომ ის არის, სავარაუდოდ, მოწამლული. მაინტერესებს თქვენ გვიპასუხოთ, ან დღემდე რატომ არ გააკეთეთ ან რატომ არ გეგმავთ, სანდო, თქვენ მიერვე შერჩეულ საერთაშორისო ექსპერტიზას, რომელიც გასცემს პასუხს მარტივ შეკითხვასა - არის თუ არა ის დასკვნა, რომელიც დაიდო პრეზიდენტის სხეულში აღმოჩენილ ნივთიერებასთან დაკავშირებით. იქ ვერ მოხვდებოდა სხვა გზით, თუ არა მოწამვლით. არის თუ არა სიმართლე. რატომ არ იწვევთ საერთაშორისო ექსპერტიზას, თუ შეიძლება ამაზე გვიპასუხოთ. მე მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე. არ მიმაჩნია, არ მჯერა, არ მაქვს განცდა, რომ ამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდება არსებულ ვითარებაში. რა გადაწყვეტილებას სთავაზობთ საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვალოს, როცა ხართ მის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები