ჰააგამ აგვისტოს ომზე გამოძიება დაასრულა - ქართველების პასუხისმგებლობა არაფერში არ გამოკვეთილა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, აგვისტოს ომი გამოძიება დააასრულა. გასაჯელის სკამზე რუსი ოკუპანტები და პრორუსი სეპარატისტები არიან. ქართველების არც ერთი დანაშაული არ გამოკვეთილა. ამით დღეს ჩამოინგრა მთელი ის პროპაგანდა ვინც ამტკიცებდა, რომ ომი საქართველო დაიწყო, ან სააკაშვილმა მძინარე ცხინვალის დაბომბა.
ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"დღეს მე შემიძალია დავადასტურო, რომ ჩვენს ხელთ არსებული გამოძიების მასალების ფარგლებში აღარ იქნება ახალი გამოძიება, საქართველოს ან საქართველოს მოქალქეების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შესახებ. გამოძიება დასრულებულია, მე ამის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია ქართულ მხარესაც", - ამბობს ჰააგის სასამართოს პროკოკურო განცხადებაში რომელიც დღეს გავრცელდა.
არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, განსხვავებით რუსებისა და ოსაებისგან - ამის შესახებ ფეისბუქზე შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილიც წერს.
"ვიღას რაღაში აინტერესებს, მაგრამ ჰააგამ დაამთავრა ომის დანაშაულების გამოძიება. არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წაუდგენიათ, რუსებს და ოსებს - კი. წესით დიდი გამარჯვება უნდა იყოს, ჩვენს მთავარსარდალს თავად რომ არ ვკლავდეთ ციხეში ვ. ვ. პუტინის დავალებით." - წერს ფეისბუქზე შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი.
"საქართველო მართალი არის ყველა დავაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული დიდი გამარჯვებებია როგორც დეპორტირებულების საქმეზე, ისე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე.
ამ სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხულიძეც ეხმაურება.
ეროვნული ზეიმის ნაცვლად,რუსებთან მებრძოლი მთავარსარდალი ციხეში გვიკვდება.ეს ის რეჟიმია,ქართველ მეომრებს სამხედრო ტრიბუნალით რომ ემუქრებოდა.
დიდება ცოცხალ გმირებს და საუკუნო ხსენება თავდადებულ მეომრებს.
დღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა, ისე, რომ არც ერთი ქართველი სამხედროს პასუხისმგებლობა არ გამოკვეთილა. დიდი ამბავია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული შეიარაღებული ძალები და ტრაგედია ხელისუფლებისთვის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მათ დასასჯელად. არ გაუმართლათ. ქალბატონი პრეზიდენტისთვის ისედაც პოეზიის დროა. ასი ცხოვრება რომ მქონდეს, სამხედროების დევნას მაინც არასდროს ვაპატიებდი", - წერს ხერხეულიძე.
შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის, მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერები გასცა და მიმდინარე წლის ზაფხულში, საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა.