პარლამენტში იუსტიციის მინისტრის გამოსვლა დასრულდა

16.12.22 19:28
პარლამენტში იუსტიციის მინისტრის გამოსვლა დასრულდა

პარლამენტში იუსტიციის მინისტრის გამოსვლა დასრულდა, რატი ბრეგაძეს, რომელიც დანაშაულშია მხილებული,  სრული  კომფორტი შეუქმნეს.

 დღეს რატი ბრეგაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში  ,,ოცნების" და რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის წინაშე საუბრობდა.

მინისტრის გამოსვლას ,,ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ დასწრებია. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ რატი ბრეგაძეს დისკომფორტი დარბაზში შესვლის მხოლოდ პირველ წუთებში შეუქმნა.

 ნუ კლავთ! მკვლელო! - ამ  შინაარსის პლაკატებით შეიარაღებულმა  დეპუტატებმა ტრიბუნასთან მდგომ  ბრეგაძეს უთხრეს, რომ მან სააკაშვილის მკვლელობას მოაწერა ხელი. ამის შემდეგ ენმ-ს დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.

რა ვითარებაში მიმდინარეობდა იუსტიციის მინისტრის თითქმის 5 საათიანი მოსმენა პარლამენტში - იხილეთ რუსუდან დუმბაძის სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები