მდაბიო და ამორალური საქციელი - ნიკა მელია მის მიმართ დაწყებულ ცილისწამების კამპანიაზე
ვინ დგას ნიკა მელიას წინააღმდეგ გავრცელებული ფარული ჩანაწერების უკან? მდაბიო და ამორალური საქციელი - ასე აფასებს ენმ-ს თავმჯდომარე მისწინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას და ირწმუნება, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა.
უკვე რამდენიმე დღეა, ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ასმენინებენ ჩანაწერს და პარტაქტივს აჯერებენ, რომ ენმ-ს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს ლანძღავს.
ხაბეიშვილის ფლანგი დღეს ცდილობდა, ამ თემაზე არ ესაუბრა. ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ჩანაწერებთან კავშირი არა აქვთ. თუმცა ამავე დროს ,,პირველებთან" ადასტურებენ, რომ საკუთარი ყურით არაერთხელ აქვთ მოსმენილი, როგორ მოიხსენიებდა მელია სააკაშვილს უხამსი სიტყვებით.
უფრო ვრცლად იხილეთ რუსუდან ჯაბანიშვილის სიუჟეტი.