შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით - რას ამბობს ზურა მახარაძე და რას ამბობენ უფლებადამცველები
დაინტერესდება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰომოფობიური და პრორუსული დაჯგუფების ლიდერის განცხადებით.
ზურა მახარაძე ამტკიცებს, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებით ემუქრებიან. საქმე ეხება ინტიმურ კადრებს.
კონსერვატიული პარტიიის ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ უცნობი პირების ხელში ჩავარდა მასალა, პირადი მიმოწერებით და სავარაუდო სექსუალური კავშირის ამსახველი კადრებით.
5 ივლისის, უფრო ზუსტად კი ჟურნალისტებზე ძალადობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და წამხალისებელმაა, ყველაფერი ალტ-ინფოს ეთერში გათქვა, მახარაძე ამბობს, რომ სწორედ შანტაჟია იმის მიზეზი, რის გამოც საკუთარი პარტიიდან და პოლიტიკიდანაც წავიდა.
"ტელევიზიაში ჩემს გამოსვლას ვაკეთებდი, ვყვებოდი, რომ ცოლს ვურალატე, იქ რაღაც ურთიერთობები მქონდა ქალთან. კადრები მოიპოვეს, ვნერვიულობდი იმ ადამიანზეც, მეთქი იმას არ გამოუქვეყნონ. მეც რაღაცა ახლა, კონსერვატიული პარტიის ლიდერს რომ რაღაცა ინტიმურ კადრებს და მიმოწერებს უქვეყნებენ. მძიმე თემა იყო მოსაყოლად. მაგათგან მე არაფერი არ მიკვირს. გასაგებია, რასაც ვამბობდი მაგ ხალხზე, ზუსტად იგივე ხდალხი არიან", - ამბობს მახარაძე.
უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგზანიზაციები ამბობენ, რომ მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაიიისა, ყველა ადამიანის პირადი სივრცე უნდა იყოს დაცული.
"ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ამავდროულად, როდესაც ამ განცხადებას ადამიანი აკეთებს საჯაროდ, ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება და რეაგირება უნდა გულისხმობდეს გამოძების დაწყებას". - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.