საზოგადოებამ უნდა აიძულოს შურისძიებით დაბრმავებული ივანიშვილი, არ იმოქმედოს ბარბაროსულად - კირკიტაძე
უკვე მესამე დღეა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 4 წევრი საკანონდმებლო ორგანოში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობს.
დავით კირკიტაძის თქმით, საზოგადოებამ ყველა ფორმით უნდა გამხოატოს პროტესი.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა აიძულოს შურისძიებით დაბრმავებული ივანიშვილი, იმოქმედოს ადამიანურად და არა ბარბაროსულად.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ყველა ფორმით გამოხატოს პროტესტი იმის მიმართ, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის თავს. ეს დიდი უსამართლობაა. თუ მესამე პრეზიდენტის ვერ ვუფრთხილდებით და ვერ ვიცავთ ჩვენ, წარმოუდგენელია, რომელიმე მოქალაქის ეს ფუნდამენტური უფლება იყოს დაცული. ამიტომ, ჩენ ვაგრძელებთ შიმშილობას. ჩვენი მოთხოვნის მთავარი ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ მას აქვს ბერკეტები და ძალაუფლება. სხვა ამ ქვეყანაში გადამწყვეტი არავინ არ არის და ქართულმა საზოგადოებამ უნდა აიძულოს ეს შურისძიებით დაბრმავებული ადამიანი, რომ იმოქმედოს ცივილურად და ადამიანურად და არა ბარბაროსულად“, - ამბობს დავით კირკიტაძე.