შევიტანეთ განცხადება, მაგრამ საგამოძიებო სამსახურიდან არავინ დაგვკავშირებია - ხაჭაპურიძე
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან, სადაც ადვოკატმა სააკაშვილის მოწამვლისა და კიდევ სხვა ფაქტებზე განცხადება შეიტანა, არაფერი ისმის.
სააკაშვილს ჰქონდა სურვილი მოსვლის, ჰქონდა სურვილი ჩართვის, მაგრამ ეს, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა პენიტენციურმა სამსახურმა არ განახორციელა. მოწამვლის ფაქტზე და სულ რამდენიმე ფაქტზე გვაქვს შეტანილი განცხადება, თუმცა საგამოძებო სამსახურიდან ჩვენ ამ დრომდე არავინ გამოგვხმაურებია“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.