მხარდაჭერა ყველას, ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს აცხადებს - ვაშაძემ მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა
მოშიმშილე დეპუტატების მოსანახულებლად პარლამენტში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მივიდა.
ვაშაძე ამბობს, რომ მისი მხარდაწერა ექნება ყველას, ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს აცხადებს.
შიმშილობის აქტი არის პროტესტის ერთ-ერთი ფორმა. ჩვენი პროტესტის ბევრი ფორმა დაგვჭირდება. მოვედი, მოვინახულო ადამიანები, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გავეცნო და სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც პროტესტს აცხადებს ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება დიდი საერთო ეროვნული ერთობა იმისათვის, რომ ეს რუსეთის ინტერესების გამტარებელი ძალა „ოცნების“ სახით ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
მოშიმშილე დეპუტატები ექიმებმა მოინახულეს. მედიკოსები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შიმშილობიდან მესამე დღეს მივიდნენ.
მედიკოსების თქმით, დეპუტატების ჯანმრთელობა სტაბილურია.
ანი წითლიძე, დავით კირკიტაძე, აბდულა ისმალოვი და თემურ ჯანაშია - ოთხი დეპუტატის მოთხოვნები უცვლელია, გადაყვანილ იქნას სააკაშვილი სამკურანლოდ საზღვარგარეთ და მიეცეს ნორმალური მკურნალობის შესაძლებლობა.
დეპუტატები შიმშილობას აგრძელებენ.