"პრეზიდენტო, ნუ მოკლავ პრეზიდენტს" - აქცია ორბელიანების სასახლესთან
"პრეზიდენტო, ნუ მოკლავ პრეზიდენტს" - ამ მოწოდებით ამ წუთებში ორბელიანების სასახლესთან აქცია იმართება.
"ნაციონლური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე მხარდამჭერებთან ერთად სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან მივიდა.
ათონელის ქუჩაზე მივიდნენ მიხელ საააკშვილის ოჯახის წევრებიც.
მუმლაძის თქმით, თუ პრეზიდენტი არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და სასამართლოც იქნება არასამართლიანი, მაშინ ორბელიანების სასახლის წინ პროტესტს უწყვეტი ხასიათი მიეცემა.
"ჩვენ მოვედით სალომე ზურაბიშვილთან, რომ ვუთხრათ მათ, რომ იგი პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის მოწამლული და ებრძვის სიკვდილს, მაშინ ის ვერ დარჩება გულგრილად და თუ ის ამას იზამს, მაშინ ის სრულად იქნება პასუხისმგებელი მდგომარეობაზე. ჩვენ მას ვაფრთხილებთ, თუ სასამართლო არ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, სწორედ ეს ლოკაცია გახდება ერთ-ერთი ეპიცენტრი უწყვეტი პროტესტის", - ამბობს მუმლაძე.