დეპუტატებმა თავი გაწირეს - ცისკარიშვილმა მოშიმშილეები მოინახულა
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა.
მისი თქმით, ეს ადამიანები თავს სწირავენ მიხეილ სააკაშვილისთვის და ახლა დროა, ყველამ მიმართოს პროტესტს სხვადასხვა ფორმით.
როგორ შეიძლება ადამიანის შიმშილობა ვინმეს მოსწონდეს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიიღეს თვითონ ამ ადამიანებმა. დეპუტატებმა თავი გაწირეს, რომ მიაღწიონ კონკრეტულ შედეგს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მიზნით. მთავარი გეგმა არის ის, რომ საზოგადოების აზრის კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ. ეს იქნება საპროტესტო ქუჩის აქციებით, შიმშილობით, კონსულტაციებით, სატელევიზიო გამოსვლებით“, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
ანი წითლიძე, დავით კირკიტაძე, აბდულა ისმალოვი და თემურ ჯანაშია - ოთხი დეპუტატის მოთხოვნები უცვლელია, გადაყვანილ იქნას სააკაშვილი სამკურანლოდ საზღვარგარეთ და მიეცეს ნორმალური მკურნალობის შესაძლებლობა.
დეპუტატები შიმშილობას აგრძელებენ.