"ოცნება" როგორც უდგება სააკაშვილის საკითხს, მართლა ამაზრზენია - გიორგი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პრეზიდენტის რეზიდენციისწინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება
გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ ის რასაც მმართველი გუნდი მესამე პრეზიდენტს უკეთებს, ეს ამაზრზენია, რადგან მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს ასეთ მდგომარეობაში ყოფნას
არ იმსახურებს ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. მე მაინც იმედი მაქვს, რომ 22 დეკემბერს სასამართლო პროცესზე მოსამართლე მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას და მისცემს ადამიანს მკურნალობის უფლებას. როგორც ამ საკითხს მმართველი პარტია უდგება, ეს მართლა ამაზრზენია. მიშა სააკაშვილი არის ისტორია, მიშა სააკაშვილს მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ისტორიაში და მიშა უნდა გადარჩეს“, - ამბობს გიორგი სააკაშვილი.