ხვალ მივიდეთ ივანიშვილის სახლთან და ვუთხრათ, რომ არ მოვაკვლევინებთ სააკაშვილს, თავს შევაკლავთ - მუმლაძე
გიორგი მუმლაძე ყოველდღიურ აქციებს აანონსებს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარეობის კანდიდატი საკუთარ მომხრეებს ხვალ ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
ოპოზიციონერი ლიდერი ხელისუფლებას 22 დეკემბრამდე უწყვეტ საპროტესტო შეკრებებს ჰპირდება.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს მოგიწოდებთ, ხვალ 15 საათზე მივიდეთ ბიძინა ივანიშვილის სახლთან და ვუთხრათ, რომ არ მოვაკვლევინებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და თავს შევაკლავთ. ეს იქნება გამაფრთხილებელი აქციები 22 დეკემბრამდე. 22 დეკემბრის შემდეგ ჩვენ ყოველდღიურად ვიქნებით ქუჩაში“, - ამბობს გიორგი მუმაძე.