ამდენ "აბიზიანებს", ჩვენი აქ ყოფნა აღიზიანებს - ყუბანეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

17.12.22 16:56
ამდენ "აბიზიანებს", ჩვენი აქ ყოფნა აღიზიანებს - ყუბანეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

ორბელიანების სასახლესთან პოლიტიკოსების გარდა საზოგადოების ცნობადი სახეებიც მივიდნენ.

პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა მისეული ენამახვილობით ლაკონურად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას სათქმელი და აქციის მონაწილეებისგან მქუხარე ტაშიც დაიმსახურა.

„ჩვენი ბედია, რაც გაგვიბედია. და მერე რა მოხდა, რომ ამდენ აბიზიანებს ჩვენი აქ ყოფნა აღიზიანებს“. - თქვა კოტე ყუბანეიშვილმა

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის რეზიდენციასთან, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
 

მსგავსი სიახლეები