"წადი, მოშორდი" - ბათუმში ჩასულ ნიკა მელიას ხმაურით დახვდნენ

17.12.22 17:12
"წადი, მოშორდი" - ბათუმში ჩასულ ნიკა მელიას ხმაურით დახვდნენ

ბათუმში ჩასულ ნიკა მელიას ხმაურით დახვდნენ - ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმარდამჭერია, პარტიის ლიდერს უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

ინცინდენტი მაშინ მოხდა, როცა ენმ-ს ლიდერი აქტივთან შეხვედრას ცდილობდა - ადგილზე  სააკაშვილის მხარდამჭერი ირმა შარაძე მივიდა. ქალი ნიკა მელიას ეუბნებოდა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტს არ იმსახურებდა:

"შენზე ხომ მეტყველებს, რასაც აკეთებ შენი უმოქმედოვით. წადი, მოშორდი აქაურებას" - უთხრა გაბრაზებულმა ქალბატონმა მელიას. 

ცნობისთვის, ირმა შარაძე ბათუმში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე „ლელოს“ ლიდერს ინტერვიუს დროს კადრში შეეჭრა და მიხეილ სააკაშვილის ბანერი გაშალა. საბოლოოდ მან მამუკა ხაზარაძის ცოლს პლაკატის დახევაში დაადანაშაულა. ფაქტი მაშინ, ნიკა მელიამ პროვოკაციად შეაფასა. 

მსგავსი სიახლეები