ზურა მახარაძე საგამოძიებო სამსახურში არ მივა

17.12.22 17:37
ზურა მახარაძე საგამოძიებო სამსახურში არ მივა

შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით - ზურა მახარაძე საგამოძიებო სამსახურში არ მივა. ამის შესახებ კონსერვატიული მოძრაობის ლიდერმა თავად განაცხადა.

"დამიკავშირდნენ საგამოძებო უწყებიდან, თუმცა უარი ვუთხარი გამოკითხვაზე", - ამბობს მახარაძე.

რამდენიმე წუთის წინ „პირველებისთის“ ცნობილი გახდა, რომ ძალადობრივი მოძრაობის ლიდერი საგამოძებო სამსახურში დაიბარეს. 

"ალტ-ინფოს" წევრს ზურა მახარაძეს ინტიმური ურთიერთობის კადრებით აშანტაჟებენ. ამის შესახებ მან ერთ-ერთ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც აღარ აქტიურობს და გვერდზეა გაწეული. 

მსგავსი სიახლეები