სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა ქვეყანაში პოლარიზაციას შეამცირებს - ნაცვლიშვილი ზელენსკის განცხადებაზე

20.12.22 13:39
სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა ქვეყანაში პოლარიზაციას შეამცირებს - ნაცვლიშვილი ზელენსკის განცხადებაზე

,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნაზე  საქართველოს ხელისუფლების დუმილს ეხმიანება. დეპუტატი ამბობს, რომ ,,ოცნების" ხელისუფლებას დამაჯერებელი არგუმენტი არ აქვს, რატომ არ უშვებს მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეპუტაციული პოლიტიკოსების მოწოდებებს არ ითვალისწინებს. 

არ ვიცი, კიდევ ვინ უნდა თქვას ეს. საერთაშორისო ორგანიზაციები, რეპუტაციული პოლიტიკოსები, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, სანდუს განცხადებაც გახსოვთ, ალბათ.

არ ისმის ხელისუფლების მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტი, რატომ არ დგამენ ნაბიჯს, რომელიც სამართლებრივადაც, ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც მხოლოდ მოიტანს ამ ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებას და პოლარიზაციის შემცირებას“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი, საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვნას სთხოვს.

ვოლოდიმერ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს უკრიანამ მიიღოს მიხეილ სააკაშვილი მკურნალობისთვის, თუმცა იქვე განმარტავს, რომ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ან შეერთებულ შტატებში, სადაც შესაბამისი სამედიცინო სერვისია ხელმისაწვდომი. 

 

მსგავსი სიახლეები