სწორი არ არის, სხვა ქვეყანას პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე - ალეკო ელისაშვილი ზელენსკიზე
,,მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უწუნებს. მისი თქმით, სწორი არ არის, როცა სხვა ქვეყანას პატიმრის განთავისუფლებას მოუწოდებ. ელისაშვილი იქვე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას აკისრია.
სწორი მოწოდება არ მგონია, რომ სხვა ქვეყანაში პატიმრის განთავისუფლებსკენ მოუწოდებდე, მაგრამ ერთი არის ფაქტი, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილი არ იყოს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ისეთი დაუძლურებული, როგორიც ჩვენ ვიხილეთ“ - ალეკო ელისაშვილი
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი, საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას სთხოვს.
ვოლოდიმერ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინამ მიიღოს მიხეილ სააკაშვილი მკურნალობისთვის, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ექსპრეზიდენტის გადაყვანა უნდა მოხდეს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ან შეერთებულ შტატებში, სადაც შესაბამისი სამედიცინო სერვისია ხელმისაწვდომი.