უკრაინის ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს იმეორებს - გივი მიქანაძე

21.12.22 11:22
უკრაინის ხელისუფლება "ნაციონალური  მოძრაობის" ნარატივს იმეორებს - გივი მიქანაძე

უკრაინის ხელისუფლება "ნაციონალური  მოძრაობის" ნარატივს იმეორებს, - ასე აფასებს "ქართული ოცნება" უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას. საუბარია ოლეგ ნიკოლენკოს ფეისბუქპოსტზე, სადაც ის საქართელოს ხელისუფლებას სპეკულაციებშ ადანაშაულებს და ასევე, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე ფაქტს საქართელოს შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს. 

არც პოდოლიაკს და არცერთ ადამიანს უფლება არ აქვს, რომ რაიმე სახით თუნდაც მცდელობა ჰქონდეს, რომ სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაერიოს. ეს ერთგვარი უპატივცემლობაა სუვერენული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის განცხადება, რომელიც პირდაპირ პროპორციულად ჯდება იმ სცენარში და იმ გამოხატულებაში, რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი და შესაბამისად, მცდელობა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორმე პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლონ, - ამბობს გივი მიქანაძე. 

მსგავსი სიახლეები